ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო

“მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირის” განცხადებით, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო.

არსებული ინფორმაციით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება, რის შედეგადადც ეროვნულ მუზეომს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

“გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან, ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება” – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....