ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდასხმა ტაილანდის მოქალაქეზე – დაკავებულია 1 არასრულწლოვანი, პოლიცია ორ მოზარდს ეძებს

გუშინ თბილისში ტაილანდის მოქალაქეს თავს დაესხნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 1 არასრულწლოვანი დააკავა, 2 მათგანი კი ამ დრომდე იძებნება.

არაოფიციალური ცნობით, დაზარალებულს არასრულწლოვანების დაჯგუფებამ ჩასაფრება მოუწყო და სასტიკად ცემა. თავდასხმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მაშინ მოხდა, როდესაც ის თბილისის ცენტრში აბესაძის ქუჩაზე გადაადგილებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ტაილანდური მასაჟისა და რესტორნის მფლობელია.

“ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ თუმცა ერთ ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან ,პირიდან და ნიკაპიდან , დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით გადარჩება თუ არა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....