ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
დღეს ჭიათურაში გამართულ აქციაზე, ერთ-ერთი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, 2 კვირაზე მეტია, ჭიათურელი მაღაროელები გაფიცულები არიან.
ისინი კომპანია „ჯორჯიან მარგანეზისგან“ ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
რამდენიმე გაფიცულმა პროტესტის უმწვავეს ფორმას მიმართა. ერთმა მათგანმა პირი, ხოლო მეორემ თვალები ამოიკერა.
რამდენიმე დღეა, პროტესტანტების ნაწილმა თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლა.

