ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები” – სააკაშვილი კლინიკიდან მხარდამჭერებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook-გვერდზე ახალი პოსტი გამოქვეყნდა.

„მინდა მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ.
მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე.
ჩემი თხოვნაა ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას“, – აღნიშნულია პოსტში.

იტვირთბა....