ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალის საზარელი მკვლელობა: “მკვლელი 20%-ით მანიაკია და 80%-ით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზეა ჩადენილი”

“რუსთავი 2”-ის გადაცემა “პროფილში” ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა მოკლული ნონა რომანაძის მეუღლემ, ოთარ მამფორიამ.

3 წლის გარდაცვლილი მარიამის მამა აცხადებს, რომ გამოძიებას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს უკვე:

ოთარ მამფორია: ავტოსამრეცხაოში ვმუშაობ. იმ დღეს მამიდაშვილთან ჩავედი, თანხა მაქვს ქუთაისში გადასარიცხი და შენი პირადობით გადავრიცხოთო. სახლში ბავშვი, მეუღლე და უფროსი ბიჭი დავტოვე. უფროსი ბიჭი გავაღვიძე  და ვუთხარი კარი ჩაეკეტა. მან ურდული გადაწია. პირადობა ჯიბეში არ მედო, დავურეკე მეუღლეს, რომ ჩამოეგდო პირადობა. ჩამომიგდო საფულე, რაშიც პირადობა იდო და წავედი. იქნებოდა ათის ნახევრამდე, ამიტომ ბანკი ღია არ იყო. დაველოდეთ როდის გაიხსებოდა, ათ საათამდე. ერთად ვიყავით მე და ჩემი მამიდაშვილი.  ბანკიდან რომ გამოვედით და სამსახურში მივედით, ერთი საათი არ იქნებოდა გასული, მამიდაშვილის მეუღლემ დარეკა, შენი საძინებლიდან დიდი ბოლო გამოდის, ხანძარია გაჩენილიო. ეგრევე დავურეკე მეუღლეს. პირველი ზარი გავიდა, მეორე ზარი აღარ გავიდა. მერე თქვეს, დაიწვა მობილურიცო. სახლის ტელეფონზეც დავრეკე. მერე კიდევ მამიდაშვილის მეუღლეს დავურეკე, ყველაფერი იწვებაო. რომ მივედი, პოლიცია და სახანძრო დამხვდა. ბავშვი და მეუღლე რომ მოვიკთხე, მითრეს, ალი გადაეყლაპა და გვერდზე მეზობელთან გვყავსო, რომ არ მენერვიულა. მერე ვიღაც პოლიციელი ამოდიოდა კიბეზე, ვიღაცას ურეკავდა, რომელსაც უთხრა, დედა-შვილი დაიღუპაო. მერე არ ვიცი რა დამემართა..

მეზობელი (კლარა): კარი რომ შევაღე, კვამლი იყო, არაფერი ჩანდა, ვიწივლე. მეგონა გაზი აფეთქდა. უშველეთ, ოჯახის იწვისთქო-მეზობლის კარს ვეცი. ასევე შვილს დავუძახე, რომელმაც კარი გააღო, მაგრამ ვერ შევიდა, ისეთი კვამლი იყო. ბოლოს შევიდა და თრევით გამოიყვანა ნონა, რომელსაც სისხლის ღვარი მოყვებოდა. სისხლის ღვარი რომ დავინახე, დავიბენი…

ოთარ მამფორია: პოლიციამ მანქანაში  ჩამსვა და მყარაულობდნენ. წამიყავენს დაკითხვაზე , სადაც დილის 7 საათამდე ვიყავი. მითხრეს, ხელჩასაჭიდი ვერაფერი მოგვეცი და ალბათ თქვენ მოკალითო. მერე ბანკის ქვითარი რომ ნახეს…

 

პოლიციამ თქვა, რომ ნონას უკნიდან, მარჯვნიდან დარტყმული აქვს ლარნაკი, შემდეგ სკამი და შემდეგ დაჩეხილია. ღამის პერანგი ეცვა. კარის რკინისაა და ვერავინ შეამტვრევდა. ან გააღო ცოლმა, ან ბიჭს, უფროსს არ ჩაუკეტავს გასვლისას. უცნობს ასეთი ფორმით არ გაუღებდა კარს. პოლიციამ თქვა რომ ყავა იყო კომპიუტერთან და მეორე ყავის ფინჯანი ცარიელი იყო. არ იყო ყავა ცასხმული იმ ფინჯანში, სავარაუდოდ მკვლელმა უარი თქვა ყავაზე. ჩემი ცოლი იჯდა კომპიუტერთან, მკვლელი კი-ტახტზე. უცხო რომ უყოფილიყო, კომპიუტერთან რატომ დაჯდებოდა…

ჩემი აზრით, მეუღლე განწირული იყო, ფულის გულისთვის მოხდა ეს. მერე ალბათ დაიბნა… სახლში 7000 დოლარი მედო. მე არ ვიცი რა არის წაღებული, პოლიციამ მითხრა, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა. ისეთ ადგილას იდო თანხა, კარგად რომ მოეძებნა მკვლელს, იპოვნიდა.

ბავშვი დამწვარი იყო ლოგინში. ექსპერტიზამ 26 ჭრილობა აქვს დედას, 16 ბავშვსო.

მეუღლეს წინა დგეებში არანაირი ფორიაქი არ ეტყობოდა.

არამგონია შურისძიება იყოს მიზეზი. ჩემი ცოლი ეკლესიური იყო. მე მტერი არ მყავს. ჭორი რომ ჩემ მეუღლეს ჰყვავდა პირველი ქმარი, სიცრუეა.

მე მყავდა პირველი მეუღლე, რომელიც დამეღუპა. მისგან მყავს უფროსი ვაჟი. პირველ მეუღლეს ეპილეფსია სჭირდა და გარდაცვლილი ვიპოვე იმავე ბინაში. აბაზანაში რომ შევედი, გარდაცვლილი იყო. მაშინ ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მშობლებმა, გაჭრიან-გამოჭრიანო და არ გვინდაო.

აბაზანაში რომ გავიდა და დაგვიანა, მივაკითხე. ავიყვანე ხელში, ხშირად ხდებოდა ცუდად, დავაწვინე საწოლში. როგორც წესი, 10-20 წუთში გამოდიოდა თვითონ ოთახიდან. გავიდა დრო , მივაკითხე და აღარ სუნთქავდა.

მეორე ცოლის მკვლელმა თავისი სამოსი სავარუდოდ გაიხადა და დაწვა, რომ სისხლიანი სამოსით არ გასულიყო. თუმცა ყველა ამბობს, რომ არც არავინ არ დაუნახავთ. წაიღო კარის სახელური და დანა, ალბათ იმიტომ, რომ თითის ანაბეჭდები არ დარჩენილიყო, მაგრამ პოლიცია ამბობს, რომ ლარნაკსა და სკამზე არის ანაბეჭდები. ორმოცი დღე დააგვიანდება პასუხებსო. მეთერთმეტე დღეა გასული. მეზობლები, ყველა დაკითხულია.

მოკლული ნონას დედა: ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემ შვილსა და სიძეს. მე ქობულეთში ვცხოვრობ. ყოველ დღე მქონდა შვილთან კონტაქტი, სამჯერ მაინც ვურეკავდი. იმ დღეს დილით დავურეკე და დაკავებული იყო ხაზი, ლაპარაკობდა მგონი და არ მიპასუხა. როცა გავიდა ზარი, მერე აღარ უპასუხია. წინა დღეს მელაპარაკა, არაფერი არ ეტყობოდა. ისეთი მეუღლე ჰყავდა, სულ ვამბობდი, რომ ეს დაზღვეულია, არაფერი არასდროს მოუვათქო. შვილი რომ ეყოლა, 6 თვე მათთან ვცხოვრობდი, შვილის გაზრდაში ვეხმარებოდი, ერთ ხმამაღალ სიტყვას არ ეტყოდა ქმარი ხოლმე. ჩემი შვილი ყოველთვის სწორად ცხოვრობდა. 37 წლის ასაკში გადაწყვიტა ოჯახის შექმნა და კარგი მეუღლე აარჩია. მისი ქმარი არაფერს არ აკლებდა. ჩემი შვილი განათხოვარი არ ყოფილა.

ოთარ მამფორია: გაუპატიურების კვალი არცერთს არ აღენიშნებოდა, ეს ექპერტიზის დასკვნაა.

მოკლულის ბიცოლა: ნონა გაიზარდა ძვირფას და პატიოსან ოჯახში, 37 წლის ასაკში პატიოსნად ჩაბარდა თავის მეუღლეს. ჰქონდა ძვირფასი ოჯახი, ჰყავდა კარგი მეუღლე, ნონა კარგი დიასახლისი და დედა იყო. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრობდა და ყველა მისტირის.

ოთარ მამფორია: ჩვენ მეზობელს, რომელიც მე-7 სართულზე ცხოვრობს, ბავშვი დაჰყავს ბაღში და პატარას უტოვებდა ხოლმე ჩემ ცოლს. იმ დღეს არ დაუტოვა. კიდევ კარგი რომ არ დაუტოვა, თორემ ალბათ იმასაც მოკლავდა. ასევე გვერდით მეზობელი გვყავს, მაგრამ იმ დღეს არც ის მეზობელი შემოსულა ჩვენ სახლში.

მეზობელი: ვმეგობრობდი ნონასთან და ბავშვის ნათლიაც იყო. თუ სადმე წავიდოდი, უმცროსს შვილს ნონას ვუტოვებდი. მისთვის მეორე დედა იყო. თითქმის ყოველ დღე გვქონდა მისვლა-მოსვლა.

ოთარ მამფორია: ალბათ მკველლს დრო ჰქონდა შერჩეული. მეც მითვალთვალებდა, ბავშვსაც, მაგრამ როგორ, არ ვიცი. იცოდა რომ ნონა სახლში მარტო რჩებოდა და ბავშვიც სკოლაში იყო. უფროსი ვაჟი, რომელიც მცირწელოვანია, ვერ იხსენებს, სკოლაში წასვლისას დედამ კარი შიგნიდან დაკეტა თუ არა.

ზაზა ხატიაშვილი, იურისტი: ჩემი აზრით, ყაჩაღობა უნდა გამოირიცხოს, რადგან ეს რომ ყოფილიყო მიზეზი, მკვლელი მოახერხებდა ფულის პოვნას. 20 პროცენტით მკვლელი მანიაკია და 80 პროცენტით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზეა ჩადენილი. უნდა დადგინდეს ვის უნდოდა მასზე დაქორწინება და ვის უთხრა უარი.

იტვირთბა....