საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისს, თბილისში ღამის კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვიდეოკადრები და საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8 პირი დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.