ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღაროელების პროტესტი გრძელდება – გაფიცულები ამ წუთებში პარლამენტის წინ იკრიბებიან

გუშინ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა.

პარლამენტის წინ აქცია, გუშინდელის მსგავსად, დღესაც იგეგმება.

აქციის დაწყებამდე მაღაროელები „ჯორჯიან მარგანეზის“ სათაო ოფისთან მსვლელობით მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

ახლა ისინი საკანონმდებლო ორგანოს წინ ბრუნდებიან.

შეგახსენებთ, 2 კვირაზე მეტია, ჭიათურელი მაღაროელები გაფიცულები არიან.

ისინი კომპანია „ჯორჯიან მარგანეზისგან“ ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

რამდენიმე გაფიცულმა პროტესტის უმწვავეს ფორმას მიმართა. ერთმა მათგანმა პირი, ხოლო მეორემ თვალები ამოიკერა.

იტვირთბა....