ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცი არასრულწლოვან გერებს მუშაობას აიძულებდა და მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....