ახალი ამბები მთავარი სამართალი

ენგურზე ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულებულია

ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულმა მხარემ, აფხაზეთსა და ოსეთთან, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პატიმრები გაცვალა. ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი ქართულმა მხარემ, ოსეთს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.

როგორც ცნობილია მათ შორის არ არის რუსების მიერ მოთხოვნილი ტერაქტზე ნასამართლევი კოჭოია, რომელიც დღეს დააბრუნეს საპატიმროში.

გაცვლის პროცესი ენგურის ხიდის ნაცვლად ჭუბურხინჯში მოხდა.

ამ წუთებში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ტყვეები ზუგდიდის რაიონის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ტყვეების გაცვლის სანაცვლოდაც რუსები ტერაქტისთვის ნასამართლევი მერაბ ყოლბაიას (კოჭოიას)  გადაცემას ითხოვენ. როგორც ცნობილია მოლაპარაკებებს პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....