“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს, სოსო მაისურაძეს მოსამართლე დავით მაკარიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში, სადაც სემინარი უნდა გამართულიყო, მოძალადე ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
ფოტო: qartli.ge