ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თსუ-ში ნაცემ სტუდენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაცემ სტუდენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ლუკა შველიძე პოლიციის განყოფიებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მას დღეს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლითაც უნდა დადგინდეს, რა დაზიანებები მიიღო ანგარიშსწორების შედეგად.

“17 ივნისის ამბებზე დღეს მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. რა თქმა უნდა, ველოდები გამოძიების გაგრძელებას და ველოდები იმას, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და სამართლიანობა აღდგება. ასევე, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემს დარბევაში მონაწილეობას იღებდა. რომ ეს არის ის პირველი ნაბიჯები, რომლითაც თქვენი მთავრობა დაემხობა და ფიზიკურად ვეღარ შეძლებთ, რომ ესე სტუდენტებზე იძალადოთ, სტუდენტებს რეკეტები მოუწყოთ,” – ამბობს შველიძე.

იტვირთბა....