ახალი ამბები მთავარი სამართალი

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....