კულინარია

ნამდვილი ეკლერის მომზადების საიდუმლო

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ნამცხვრის, ეკლერის მომზადება სახლის პირობებშიც მარტივია. ამისთვის დაგჭირდებათ:

1 ჭიქა წყალი (250 გრ)

1 ჭიქა რძე (250 გრ)

150 გრ კარაქი

მარილი (მცირე რაოდენობით)

5 კვერცხი

1 ჭიქა ფქვილი (250 გრ)

ეს ინგრედიენტები გჭირდებათ ცომის მოსამზადებლად.

წყალი, რძე, მარილი და კარაქი მოათასეთ ერთად. დადგით მაღალ ცეცხლზე , სანამ ცხიმი არ გადნება. შემდეგ დუკელით ცეცხლს და დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი. მოურიეთ მანამ სანამ მასა შეკრული არ გახდება. გადმოდგით მიღებული მასა ცეცხლიდან და დაუმატეთ ხუთი კვერცხი, ცალ-ცალობით. ყოველი კვერცხის დამატებისას გათქვიფეთ მასა მიქსერით, იქამდე, სანამ ცომი არ შესქელდება. მიეცით მას ეკლერის ფორმა და ნახევარი საათის განმავლობაში შედგით ღუმელში, მაღალ ცეცხლზე. როცა ცომი გაფუვდება და გამოცხვება, დაუწიეთ ცეცხლს და კიდევ 10 წუთი დატოვეთ ღუმელში. 20 წუთის შემდეგ გამომცხვარ ეკლერში მოათავსეთ კრემი (როგორც მოახერხებთ, შუაზე გაჭერით და ნაწილები კრემის მოთავსების შემდეგ დააფარეთ ერთამენთს, ან სპეციალური კრემის მოსასხმელი საშუალებით, სამ ნაწილში გახვრიტეთ ეკლერი და კრემით ისე აავსეთ).

კრემისთვის დაგჭირდებათ:

1 ჭიქა შაქარი (250 გრ)

ნახევარი ჭიქა ფქვილი

ნახევარი  ჭიქა რძე (შესაძლებელია წყალიც)

60 – 70 გრ კარაქი (დარბილებული)

კრემის მომზადებისთვის შაქარი , ფქვილი, ადუღებული რძე  აურიეთ მიქსერით ერთმანეთში. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ურიეთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასის. შემდეგ გადმოდგით კრემი ცეცხლიდან და 70 გრამი დარბილებული კარაქი და ვანილი შეურიეთ მიქსერით, რის შემდეგაც მის გაციებას დაელოდეთ.

ეკლერს ზემოდან ცხელი შოკოლადი მოასხით , რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია:  ერთი ფილა შოკოლადი დადგით ცეცხლზე, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი რძე და დაუცადეთ გადნობას. მოასხით ეკლერს ზემოდან.

იტვირთბა....