მოსამართელმ 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული ჯაფარიძე-მოსიაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება 28 ივნისამდე გადადო.
“მარტის აქციების დროს, როდესაც მოქალაქეები “უცხოეთის აგენტების” შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ, 134 პირი დააკავეს. მათგან 133-ს შსს ადმინისტრაციულ დანაშაულს – წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას, ერთს კი – სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საპროტესო აქციაზე პოლიტიკოსებიც დააკავეს, მათ შორის, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი და პარტიის წევრი ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. ადვოკატის თქმით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს და მას დაჭერის შემდგომაც სცემეს და “ურტყამდნენ იმიტომ, რომ ლაპარაკობდა” – აღნიშნა დაცვის მხარემ.