ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თეა წულუკიანს სასამართლო კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

სასამართლო დავა თეა წულუკიანს კიდევ ერთმა გათავისუფლებულბა თანამშრომელმა, მედეა გვაზავამ მოუგო.

არსებული ინფორმაციით, მედეა გვაზავა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, 2020 წლის 22 სექტემბერს გაათავისუფლებს.

“გათავისუფლების საფუძველი იყო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი” – აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, მედეა გვაზავამ ძირითადი სასარჩელო დავა მოიგო, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილებები აღასრულა და მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა. შემდგომ ნოტარიუსმა მეორე დავა დაიწყო მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან უკანონოდ გათავისუფლების გამო ვერ მიიღო.

იტვირთბა....