ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის გორში დააკავეს და მის ამოსაცნობად ახლა ჯაფარიძეს ელოდებიან.
ჯაფარიძე მომხდარის შემდეგ პოლიციაში გამოკითხეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს დაზიანებების შესაფასებლად.
მომხდარზე კი გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს დღეს დილით, გორის “სმარტთან” ავტომანქანაში დაესხნენ თავს.