დღეს თსუ-ში მისულ ახალგაზრდას, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდა, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“მთავარმა არხმა” თავდამსხმელების იდენტიფიცირება შეძლო.
ისინი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები – საბა გიორგაძე და ლადო პატარიძე არიან, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, არაერთხელ არიან მხილებულები მსგავს ფაქტებში. მათ შორის მაშინ, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები თსუ-ში „შინ ევროპისკენ” აქციის დროს ბანერებს არიგებდნენ.