ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თსუ-ში, კობახიძის დასაცავად ნაცემ სტუდენტს, საავადმყოფოს პალატაში შეიარაღებული პირი დაესხა თავს

ახალგაზრდას, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში რამდენიმე საათის წინ ნაცემი მიიყვანეს, მოულოდნელად პალატაში უცხო კაცი შეუვარდა და თავს დაესხა.

“მთავარი არხის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ 50 წლამდე პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელსაც პოლიცია ხელს აფარებდა. ის ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

“საპროტესტო აქციას ვმართავდი და დამესივნენ კობახიძის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. შეუძლოდ ვიგრძენი თავი იმიტომ, რომ თავში იყო ნარტყამი ბოთლები, წიხლები, მუშტები. გადმომიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში მოდის 2 პიროვნება და ჩემს პირად მონაცემებს კითხულობს. ვკითხულობ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ.

სამოქალაქო ფორმით იყვნენ მოსულები, გარბიან. წამოდგომა მომიწია, გამოვეკიდე და ვუყურებ, რომ იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია, საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა ეს. იარაღიანი პიროვნებები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში და რატომ იყო ნასვამი?”- ამბობს ლუკა შველიძე.

როგორ მოახერხა შეიარაღებულმა პირმა საავადმყოფოში შესვლა, უცნობია.

იტვირთბა....