აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს “ლაჩრულად წაგებული” უწოდა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე გამოეხმაურა.
ენმ-ს წევრმა “მეტრონომთან” საუბრის დროს რიჟვაძის განცხადებას მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.
“როცა გადმანოვის ცნობილ და საყვარელ სიმღერას უსმენ, რომელიც რუსი ოფიცრებისადმია მიძღვნილი, მერე ესეთი წამოცდენები
დაგემართება, ალბათ. სამწუხარო და, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასწორი, მოღალატეობრივია ეს განცხადება.
თორნიკე რიჟვაძე დაკავებული თანამდებობიდან ჯერ კიდევ მაშინ უნდა გადამგდარიყო, როცა რუსეთ-უკრაინის ომში ვერ დაასახელა, ვინ დაიწყო ომი და ზოგადად, სხვა ბევრი განცხადება გვახსოვს მისი. თორნიკე რიჟვაძე არის პირდაპირი გაგრძელება ბიძინა ივანიშივილისა და ირაკლი ღარიბაშვილის, და ქართული ოცნება საერთოდ ხელისუფლენიდან არის წასასვლელი. ყველა სწორედ მოაზროვნე ადამიანი ამაზე თანხმდება და ესეთები ცოტა არ ვართ, უმრავლესობაში ვართ, ჩემი აზრით” – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

