ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი კანდელაკის შვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გორის რაიონული სასამართლოს განცხადებით, საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი თარაშ კანდელაკი, ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანების მიყენებისთვის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

არსებული ინფორმაციით, სასამართლომ თარაშ კანდელაკი დამნაშავედ მხოლოდ 126-ე მუხლის პირველ ნაწილში ცნო, რის საფუძველზეც იგი 8 თვით და 25 დღით პატიმრობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის შვილს, თარაშ კანდელაკს 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის არეში დაზიანების განზრახ მიყენებას ედავებიან. შემთხვევა 2020 წლის 8 ივნისს, რესტორან “ჟოზეფში” მოხდა, რის შედეგადაც ერეკლე თედლიაშვილი 2020 წლის 11 სექტემბერს, საავამყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....