ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, პოლიციელ ვიტალი ზოიძეს, რომელიც ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს ორ ადამიანს დაეჯახა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 13 ივნისს, ბათუმში მოხდა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.