ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

არსებული ინფორმაციით, რენატა ბეგიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

გავრცელებული ცნობით, სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, შალვა იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკეთას ვადით 2 წლამდე, ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150-საათამდე ითვალისწინებს.

იტვირთბა....