ახალი ამბები მთავარი სამართალი

15 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, კაცს, რომელსაც ბრალად მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უწყების განცხადებით, ბრალდებული არასრულწლოვანთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის ღირსებას, რის საფუძველზეც 11 ივნისს, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იტვირთბა....