რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორის, სერგეი აქსიანოვის განცხადებით, ნახევარკუნძულს 9 უპილოტო საფრენი აპარატი დაესხვა თავს.
გავრცელებული ცნობით, კრასნოგვარდეისკის რაიონში ერთი უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოყჰოლია.
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 6 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 3 კი შეაფერხეს.
უკრაინის ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.