ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდასხმა “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალზე – ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილ გრიგოლ ნარსიას, რომელმაც მძევლად 10-ზე მეტი პირი აიყვანა, სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისში არსებულ “საქართველოს ბანკში” სამხედრო უნიფორმით და ნიღბით გრიგოლ ნარსია შეიჭრა, რომელსაც ხელყუმბარა, კუსტარულად გაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააჩნდა.

თავდამსხმელი 2 000 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის ფედრაციის სახელმწიფო დროშასა და ანკეს ითხოვდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, 323-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 329-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-იდან 15 წლამდე ითვალისწინებს.

იტვირთბა....