ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვაკის პარკის ტრაგედია – მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ კალაძის უწყებამ დაუსრულებელი პროექტი ჩაიბარა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილემ, გიორგი ვახტანგიშვილმა დაადასტურა, რომ ვაკის პარკი მერიამ ისე ჩაიბარა, რომ პროექტი დასრულებული არ ყოფილა.

აღნიშნული ჩვენება სასამართლოს ვახტანგიშვილმა დღეს მისცა.

მერიის ექსმაღალჩინოსანმა, რომელიც ციხეში 13 წლის მარიტას გარდაცვალების საქმის გამო გაუშვეს, რამდენიემთვიანი დუმილი დღეს დაარღვია.

ბრალდებულ გიორგი ვახტანგაშვილის თქმით, ის მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

კაცი ამტკიცებდა, რომ არცერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არცერთ ბრძანება არ გაუცია, ასევე, არ იყო უფლებამოსილი პირი და არც მისი სამსახური იყო უფლებამოსილი, რომ პროექტის დასრულებაზე და რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერა.

ვახტანგიშვილს გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ – “გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).”გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

იტვირთბა....