კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, 13 ივნისის ღამეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ქალაქში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.
“სამწუხაროდ, უკვე 12 მსხვერპლია – 67 წლის მამაკაცი ღამით სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა” – აღნიშნა ალექსანდრე ვილკულიმ.