დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმის სახით დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე გამოიკითხა. სწორედ მისი ავტომობილის დაწვას ედავება პროკურატურა ბრალდებულ გრიგორიადისს.
დღევანდელ პროცესზე, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მაისურაძე თავის ჩვენებაში ჰყვება, რომ მანქანაში, რომელიც მარტის აქციებზე დაიწვა მისი პირადი ნივთებიც იყო. ჯამში ის 10 000 ლარზე მეტი ოდენობის პირადი ნივთების დაწვაზე საუბრობს.
7 000-ლარიანი ფეხსაცმელი, 3 000-ლარიანი საათი, 1 300-ლარიანი სათვალე – გიორგი მაისურაძემ სასამართლოში დაადასტურა, რომეს ნივთები ნამდვილად მას ეკუთვნოდა, არ უარყო არც მათი ღირებულება და თქვა, რომ ყველა თავად შეიძინა და გადაიხადა საკუთარი “ბარათით”.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცველმა ეს დაადასტურა, გრიგორიადისის ადვოკატები გიორგი მაისურაძის ხელფასით დაინტერესდნენ. როგორც ლაზარეს ადვოკატმა პროცესზე თქვა, რთული დასაჯერებელია, რომ საჯარო მოხელეს თავისი ხელფასი ჰყოფნოდა ამ ნივთებისშესაძენად.
გრიგორიადისის ადვოკატი მოწმეს: საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთებზე გაქვთ საუბარი, რომელიც დაგიზიანდათ ამ ავტომანქანის დაწვის შედეგად. ეს ნივთები თქვენ გეკუთვნოდათ?
გიორგი მაისურაძე: კი, მე მეკუთვნოდა. და ბარათით ვიხდიდი ყველაფერს მაღაზიაში.
ლიკა ბითაძე: თქვენ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბრძანდებით, ხო?
გიორგი მაისურაძე: დიახ.
გრიგორიადისის ადვოკატი: ხელფასი რამდენი გაქვთ?
ამ შეკითხვას სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეკითხვა არ მოეწონა და გააპროტესტა პროკურორმა. მისი თქმით, პროკურატურა არითხოვსბრალდებულისგან ამ ნივთების განადგურებითმიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს საკითხი არ იყო საქმესთან კავშირში.
იგივე თქვა მოსამართლე ზვიად შარაძემაც. მოსამართლის თქმით, „კითხვას არ ჰქონდა შემხებლობა ფაქტთან დაკავშირებით”.
ლიკაბითაძე, გრიგორიადისის ადვოკატი: გიპასუხებთ, რატომაქვსშემხებლობა, ბატონო მოსამართლე. ბრალდებულს ედავებიან მანქანისგადაწვასდა ის ნივთები, რაც მანქანაში ელაგა, ფასიანია და გამოდის, რომ ედავებიანიმზიანის ანაზღაურებასაც, რაც დაიწვა. ვეკითხები, თუ რეალურად ელაგა იმმანქანაში, ხელფასი რამდენი აქვს? 10 000 ლარზე მეტისღირებულების ნივთებია ჩამოთვლილი დაროგორ დავიჯერო, რომსაჯარო მოხელისხელფასი საკმარისია ამნივთების შესაძენად.
მოსამართლე შარაძე: ერთი წამით, გავიგე. ღირებულებასთანმიმართებაშიხელფასი მესმის დადარწმუნებული ვარ, 2 000 ლარზე მეტი არექნება. ამაზე არც არისსაუბარი…
…3 000 ლარიც რომ გქონდეთ, საიდან იყიდეთ, ამაზე არ ვდავობთ. როგორ დაზოგა ხელფასიდა რამდენი ჰქონდა ანაბარზე, ამას არგანვიხილავთ.
ამ საკითხზე საუბარი პროცესზე სწორედ მოსამართლის გადაწყვეტილებით დასრულდა.
გიორგი მაისურაძეს დღევანდელ პროცესზე არ უთქვამს, რომ პოლიციის ავტომანქანა ლაზარე გრიგორიადისმა დაწვა. მის მიმართ ერთ-ერთი ბრალდება კი სწორედ პოლიციელის ავტომობილის დაწვაა. ლაზარეს მორიგი პროცესი 27 ივნისს გაიმართება.
წყარო: ,,პუბლიკა”