მარტის აქციების დროს “მოლოტოვის კოქტეილის” სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაჭერილი ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი აცხადებს, რომ 21 წლის ახალგაზრდას დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ.
როგორც ლაზარეს ბაბუამ მედიასთან განაცხადა,კადრებით, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა, მისი შვილიშვილის ბრალეულობას არ ადასტურებს.
“გახარებული ვარ იმ ამბით, რაც მოხდა სასამართლოზე და იმედია, რომ ასე გაგრძელდება ბოლომდე და ვერაფერს დაუმტკიცებენ ლაზარეს. ლაზარე სხვა კადრებში კი მყავს ნანახი, მაგრამ კონკრეტულად მანქანას რომ ცეცხლს უკიდებს და კოქტეილს, რომ ისვრის, ასეთი რაღაც არ ჩანს“ – განაცხადა კალანდაძემ.