დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის გამოყენებაში უკრაინასთან თანამშრომლობის ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ.
„ვინაიდან ამ აკვატორიებთან მიმართებით უკრაინამ დაკარგა მოსაზღვრე (სანაპირო) სახელმწიფოს სტატუსი, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.
რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღების შემდეგ, აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის სანაპირო ეკუთვნის მხოლოდ რუსეთს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 2003 წლის 24 დეკემბერს მოეწერა.
კრაინის უმაღლესმა რადამ მოახდინა აზოვის ზღვაში რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ ყველა ხელშეკრულების დენონსაცია მიმდინარე წლის თებერვალში განახორციელა.