ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორის მტკიცებით, ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა იყო.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ორი მოწმე გამოჰკითხა, მათ შორის პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მანქანა დაწვეს.

საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ბრალდებულის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება [IPN].

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურა მას 7-8 მარტის დემონსტრაციების დროს ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....