უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკისა და ხერსონის ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავს, სადაც ხერსონიდან ევაკუირებული მოქალაქეები ისხდნენ.
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 3 ადამინი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.
“რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ნავს, რომელშიც ხერსონის მარცხენა სანაპიროდან ევაკუირებული მოქალაქეები ისხდნენ. ისინი მოქალაქეებს ზურგში ესროდნენ. დაშავებულებს შორის სამართალდამცველებიც არიან. როცა რუსებმა დაიწყეს სროლა, 74 წლის კაცმა სხვა მოქალაქე გადაარჩინა, ხოლო მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა” – აღნიშნა ალექსანდრე პროკუდინმა.