ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის დასახლებული პუნქტები გაათავისუფლეს” – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის დასახლებული პუნქტები, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე და სტოროჟევოი რუსული საოკუპაციო ძალებისგან განათავისუფლეს.

“ოდესის საზღვაო ქვეითებმა, კონტრშეტევითი მოქმედებების ფარგლებში, გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე, რომელიც ოკუპირებული იყო 2022 წლის მარტიდან.

დასახლების გაწმენდის შედეგად ორმოცდაათამდე რაშისტი განადგურდა, ოთხი ტყვედ აიყვანეს. დღეს სტოროჟივზე ისევ ფრიალებს ეროვნული დროშა და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას.

ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები შტურმს ახორციელებენ. გვაქვს წარმატება ბერხოვსკის წყალსაცავის მიმართულებითაც. დავწინაურდით 250 მეტრით. სამხრეთ ნაწილში დავწინაურდით 300-დან 1500 მეტრამდე. მოვახდინეთ ბლაგოდატნოეს და მაკაროვკას დასახლებული პუნქტები. მიმართულებებზე, სადაც ჩვენი სამხედროები თავდაცვის რეჟიმში არიან, დანაკარგი არ გვაქვს და პოზიციები შენარჩუნებულია” – აღნიშნა ანა მალიარიმ.

იტვირთბა....