უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპორიჟიეს ოლქში, ქალაქ გულიაიპოლში არსებული საავადმყოფო დაბომბეს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა.
“რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ გულიაიპოლის საავადმყოფოს. ცნობილია საავადმყოფოს ორი გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია” – აღნიშნა ანდრეი ერმაკიმ.