ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

კაშხლის აფეთქება უკრაინაში – დაღუპულია 4 და დაკარგულია 13 ადამიანი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად, ხერსონის რეგიონში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი ამ დრომდე დაკარგულად ითლება.

“2 412 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 4 ადამიანი მოკვდა, 11 დაშავდა ევაკუაციის დროს განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 13 კი დაკარგულად ითვლება.

48 დასახლება დაიტბორა ხერსონის რეგიონში, მათგან 34, 3 625 სახლი, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 – დროებით ოკუპირებულ რეგიონში.

ნიკოლაევის რეგიონში 23 დასახლებაა დატბორილი. მოხდა 825 ადამიანის ევაკუაცია. ერთი ადამიანი მოკვდა” – აღნიშნა იგორ კლიმენკომ.

იტვირთბა....