ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, სმენადაქვეითებული არასრულწლოვნის მუქარის ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარე 4 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 38 წლის ბრალდებული არასრულწლოვანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.