ოქროს მოწმე, რომელსაც ქუჩაში მოქალაქის დაყაჩაღების საქმეზე ჩვენება უნდა მიეცა, გაქრა.
19 წლის ნიკა ზენაიშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ უწყების თანამშრომლებმა ახალგაზრდა სახლიდან გამთენიისას გაიყვანეს და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი არ იციან.
ოჯახის წევრების თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია მათთან გამთეენის 06:00 საათზე მივიდნენ და ბიჭი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
„პოლიციიდან ვართ, სასამართლოში მიგვყავსო. ეგ კი ვუთხარი, სასამართო დილის 7-ის ნახევარზე არ მგონია იწყებოდეს-მეთქი. მე ვუთხარი, რატომ მიგყავთ-მეთქი, ასე წაყვანის უფლება არ გაქვთ-თქო. ხელი აქვთ რაღაც საბუთებზე მოსაწერიო. არ ვიცი. სად არის, მას მერე ვეძებ ბავშვს და არ ვიცი რომელ განყოფილებაშია. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავთ ბავშვი სასამართლო პროცესამდე“, – განაცხადა ზენაიშვილის დედა.