ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფალსიფიცირებული ბრენდები ქართულ ბაზარზე – დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს ქვემო ქართლის რეგიონში 3 ადგილმდებარეობაზე სამკერვალოები ჰქონდათ მოწყობილი, სადაც Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით კაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს ამზადებდნენ, საქონლის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე ახდენდნენ.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, Adidas-ისა და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული 641 ტანსაცმელი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ ჯარიმას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-იდან 5-წლამდე ითვალისწინებს.

იტვირთბა....