ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორბელიანის მოედანზე ბარი და ორი რესტორანი გაქურდეს

გვიან ღამით ორბელიანის მოედანზე ორი რესტორანი და ერთი ბარი გაქურდეს.

ობიექტების მეპატრონეთა თქმით, სალაროდან თანხა და ტექნიკაა წაღებული.

“იქსბოქსი და პლანშეტი მოგვპარეს. ფეხით შემოამტვრიეს კარები, პოლიციამ თითის ანაბეჭდები აიღო. დაახლოებით ღამის 02:30 საათზე მოხდა ქურდობა. მეზობელი ობიექტებიც გაძარცვეს როგორც ვიცი. მათგანაც პლანშეტი მოიპარეს და ასევე გარკვეული რაოდენობის თანხა. პოლიცია ამბობდა, რომ ძარცვაში არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ. ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს გარკვევით არიან თუ არა არასრულწლოვანები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძარცვაში მონაწილეობას ორი ადამიანი იღებდა” – აღნიშნა ობიექტის მეპატრონემ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

იტვირთბა....