aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეგოიმება, ვაკიდან რომ იწყებენ ხოლმე ყველაფერს, გეგონება ვაკის გარდა ხალხი არ ცხოვრობდეს – ალეკო ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერია ამ საქმეს უტავბოლოდ ახორციელებს.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ყველაზე დიდ ნაკადს მეტრო ემსახურება, დედაქალაქის მერიისთვის სწორედ მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი.

“თითქოს რაღაცას ფაფხურობს მერია, მაგრამ ჯერ ერთი, ძალიან გვიან დაიწყო ის ყველაფერი, რაც დაიწყო და მერე ძალიან უთავბოლოდ ახორციელებს. ნებისმიერ საქმეს ხომ თავის თანამიმდევრობები და ლოგიკა აქვს, სახლს ხომ ვერ ააშენებ სახურავიდან, ან პირდაპირ კედლების შენებას ხომ ვერ დაიწყებ?! საძირკვლიდან უნდა დაიწყო. ჯერ უნდა გაიაზრო, უნდა გრძნობდე, ხედავდე სად არის პრობლემები და მერე უნდა დაგეგმო გამოსავალი.

მოდით გავიხსენოთ, ვაკეში იყო პირველი. ჯერ ძალიან მეგოიმება, ვაკიდან რომ იწყებენ ხოლმე ყველაფერს, გეგონება, ვაკის გარდა ხალხი არ ცხოვრობდეს და იმათთვის არ იყოს მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება. პირველი ეცნენ და ვაკე დახაზეს… მე ამის მომხრე ვარ, რომ იხაზება. ახლა არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, ძალიან ბევრს აღიზიანებს და ბევრისთვის გაუგებარია, განსაკუთრებით ჩემს მშობლიურ პავლოვზე, ყაზბეგზე და სხვაგან როგორც იხაზება, გინება და ფურთხება მიდის. ეს კი სწორია, მაგრამ არასწორად კეთდება. პირველ რიგში, რა არის არასწორი, უნდა დაალაგო თანაბარ მოცემულობად, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა თბილისში. ვის გადაჰყავს ყველაზე მეტი ხალხი – ეს არის მეტრო. შესაბამისად, პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო მეტრო. ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა თბილისში, არ იკავებს ერთ კვადრატულსაც კი მიწის ზედაპირს (ამოსასვლელებს თუ არ ჩავთვლით). უზარმაზარი ინფრასტრუქტურაა მიწის ქვეშ ისე, რომ არ აფერხებს ზემოთ არაფერს. სადგურებმა პრინციპში, თავის თავი ამოწურეს, ერთი იყო ვაჟა-ფშაველა, რომელიც შევარდნაძის დროს გაიხსნა და მეორე – უნივერსიტეტი, ერთი, რასაც ნარმანიამ ძლივს მოაბა თავი… და ნახეთ, როგორ განვითარდა ვაჟა-ფშაველას ბოლოს და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ყველაფერი, დეველოპმენტი როგორ მიდის, უძრავი ქონების ფასი როგორ გაიზარდა… მეტრო ამიტომაცაა კიდევ მნიშვნელოვანი.

მაგრამ, ამის გარდა, მეტროს კიდევ ჰქონდა შესაძლებლობები, მაგალითად მარჯანიშვილის და ახმეტელის თეატრის მეორე ამოსავლელები. ახლახან ამოღერღა კალაძემ, გლდანში რომ კატასტროფა იყო ჩასვლაზე, საბჭოთა დროს დაპროექტებულია ერთი გვირაბიო… მერე წავედი და ვიდეოც გადავიღე, დაპროექტებული კი არა, გაყვანილია უკვე 90-95% დამთავრებულია, უბრალოდ მოპირკეთება უნდა. წარმოიდგინეთ, ორივე მხრიდან რომ ამოსასვლელები იქნება, როგორ განიტვირთება.

ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს იმით, რომ მერი, მერის მოადგილეები, გამგებლები, დეპარტამენტების სამსახურების უფროსები უნდა დადიოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....