aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ემუქრება თუ არა საქართველოს დასანქცირება – რა დოკუმენტი გამოაქვეყნა სახ. დეპარტამენტმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა გამოკვეთა ხუთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

ამ ხუთ ქვეყანაში თურქეთთან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებთან, ყაზახეთთან და სომხეთთან ერთად არის საქართველოც.

ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ G7-ის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის ტექნიკის მიწოდება შეწყვიტეს, თუმცა გაიზარდა ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ყაზახეთი. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ სწორედ ეს ქვეყნები გახდნენ რუსეთისთვის დასავლური პროდუქციის მსხვილი მიმწოდებლები. მისივე თქმით, სანქციების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია და აშშ მისი გადაჭრის მიზნით ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნების სიაში ო’ბრაიენმა საქართველო და სომხეთიც მოიხსენია.

„თქვენ იცით, რა დევს სასწორზე. თქვენი ეკონომიკა რისკის ქვეშ არის. შემოსავლების უმეტესობას ევროპასთან, აშშ-სთან იაპონიასთან ურთიერთობის საფუძველზე იღებთ. რატომ აყენებთ ამ ყველაფერს საფრთხეში რამდენიმე გარიგებისთვის?” – მიმართა ო’ბრაიენმა ზემოაღნიშნულ ქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ წევრები სახ. დეპარტამენტისგან ამ ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვენ.

იტვირთბა....