aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთთან ვაჭრობაში მოლდოვამ მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღოს” – დოდონი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან თავისუფალ ექსპორტთან დაკავშირებით მოლდოვას ხელისუფლებამ მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღოს.

“ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთთან თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როდესაც დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, სცადოს მიაწოდოს ჩვენი საქონელი იქაც და იქაც, როგორც ამას საქართველო აკეთებს. ეს ჩვენი ეკონომიკის ზრდას გამოიწვევდა…

ხელისუფლების განცხადება, რომ დსთ-ს შეთანხმებები უნდა გაუქმდეს, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის კურს – ტყუილია. განცხადებები, რომ ეს ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს, რადგან არ მუშაობს – კიდევ უფრო დიდი ტყუილია. დსთ-სთან ხელშეკრულებების გაუქმება დამატებით მძიმე, შესაძლოა, საბედისწერო დარტყმაც იყოს მოლდოვის ეკონომიკისთვის, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობისთვის” – აღნიშნა იგორ დოდონმა.

იტვირთბა....