უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, დონეცკის რეგიონში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 4 წლის ბავშვი, მამა და ბაბუა მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად 4 ბავშვი, 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.
“7 ივნისს, დაახლოებით 19:45 საათზე… [რუსების] თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთელი ოჯახი – ბაბუა, მისი შვილი და 4 წლის შვილიშვილი. 3, 4, 9 და 13 წლის [ბავშვებმა] სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს” – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.