ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა მოიტაცეს

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოდან არასრულწლოვანი გოგო ქორწინების მიზნით გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 7 ივნისს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გამტაცებელი და ადამიანი, რომელიც მას ეხმარებოდა დაკავებულია. ამ დროისთვის გატაცებული გოგონა საკუთარ ოჯახში იმყოფება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ.ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა.-ც.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....