aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

🎥 VIDEO: პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა დანა გახსნეს – რა მოხდა ქობულეთში

ავიაბილეთები
ავიაბილეთები

ქობულეთში პოლიციელები და მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, რომელიც აღნიშნულ კონფლიქტს ასახავს.

„ბიჭო, რატომ მირტყამდი დანას”, – ასე მიმართავს მოქალაქე პოლიციელს.

„პოლიციის თანამშრომელმა დანა ამოიღო, გახსნა და კადრებში ჩანს, რომ ემუქრება მოქალაქეებს. ფაქტის ამსახველი ვიდეოები გენერალურ ინსპექციაში უკვე გადავაგზავნე.

ახალგაზრდები უბრალოდ კარგ ხასიათზე იყვნენ, ბულვარში მიდიოდნენ, იცინოდნენ. ეკიპაჟები კი მათთან შეურაცხმყოფელი მიდგომით მივიდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 4 მოქალაქე.

ნახეთ ვიდეო:

იტვირთბა....