ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაძარცვული 5 ეკლესია, შესაწირიდან წაღებული თანხა და სიწმინდეები – გორში 35 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. დააკავეს.

დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....