ავარია გორში – დაშავებულია 5 მოზარდი.
არსებული ინფორმაციით, ხუთივე მათგანი კლინიკა “გორმედშია“ მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სახლიდან უნებართვოდ წაიყვანა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა და თანატოლებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.