ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შუშის ბოთლი თავში რამდენჯერმე ჩამარტყა” – გორში პედაგოგი მაღალჩინოსანს ძალადობაში ამხელს

შსს-ს მაღალჩინოსანს ძალადობაში ამხელენ – შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს, გოგი ჩხიკვაძეს გორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი მანანა ბედოშვილი ირწმუნება რომ პოლიციელმა მას წყლით სავსე ბოთლით სცემა.

სავარაუდო დანაშაულის შესახებ საქმის კურსშია საგამოძიებო სამსახური და გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ჩხიკვაძე იმავე თანამდებობაზეა.

მასწავლებლისთვის კი პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია – მისივე თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანს მფარველები ჰყავს.

შემთხვევა კი მოქალაქესა და პოლიციელს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.

“შუშის ბორჯომის ბოთლი თავში რამდენჯერმე ჩამარტყა. გამოვიდნენ მისი ცოლი, ორი მუშა, რომლებიც მაკავებდნენ გამოიძახეს პატრული, სასწრაფოს ექიმმა მომცა საბუთი, რომ თავზე აღმენიშნებოდა გემატომები”, – ამბობს მანანა ბედოშვილი.

იტვირთბა....