უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ქართველი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა.
ის ნოდარ ბახტურიძეა.
უკრაინის დასაცავად მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების ცნობით, ბახტურიძე რუსეთში ციხეში იჯდა და ის ვაგნერელებმა გადაიბირეს.
„ეს ადამიანი არის ნოდარ ბახტურიძე. 10 წელი ჰქონდა მისჯილი ციხე. 5 წელი უკვე მოხდილი აქვს, 5 წელი ჰქონდა დარჩენილი. ვაგნერმა როცა დაიწყო ციხეებში სიარული და პატიმრების გადმობირება, თავისი ნებით ჩაეწერა და გახდა ვაგნერის წევრი. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ნაძირალა, უსამშობლო კაცი, რომელიც ციხეში იჯდა და 5 წელი რომ არ მჯადრიყო კიდევ, ადგა და ვაგნერში ჩაეწერა“, – აღნიშნა ვანო ნადირაძემ.
ის ახლა ხარკოვში ჰყავთ დატყვევებული 127-ე და 225-ე ბატალიონის წევრებს. მას სავარაუდოდო, უვადო პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, უკრაინელებმა დაატყვევეს კიდევ ერთი ქართველი, გივი ვანიშვილი.