Business ახალი ამბები მთავარი

მოსალოდნელია თუ არა საწვავის გაძვირება – რას აცხადებენ “სენტა პეტროლიუმში”

ბოლო რამდენიმე კვირაა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა. ამ პირობებში საქართველოში, რიგ გასამართ სადგურებზე, ბენზინის ტიპის საწვავი გაძვირდა.

„სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელის ზაალ იაკობიძის თქმით, საწვავის ფასი რუსეთის ბაზარზე გაიზარდა, რის გამოც ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასის ზრდას მოკლევადიან პერიოდში საქართველოში კიდევ ვარაუდობენ.
“იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ ბაზარზე ფასის მატება ფიქსირდება, ადგილობრივ ბაზარზე რუსეთიდან გაძვირებული საწვავი შემოვა. მოკლევადიან პერსპექტივაში ისევ ფასების მატება იქნება მოსალოდნელი. საცალო ბაზარზე, 1 ლიტრ ბენზინზე მატება შეიძლება 15-20 თეთრი შეიძლება იყოს”, – განაცხადა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გლობალური სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ბაზარზე ფასების ზრდასთან ერთად საწვავის დეფიციტიც შეინიშნება. შესაბამისად, იმის გამო რომ ამ ნაწილში საქართველო რუსეთიდან საწვავის იმპორტზეა დამოკიდებული ფასები გაიზარდა. მისი თქმით, განსხვავებული მდგომარეობაა დიზელის შემთხვევაში, სადაც ფასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინებია.

„დიზელის საწვავის შემთხვევაში საპირისპირო პროცესი გვქონდა – ფასები ბოლო თვეების განმალობაში ამ პრიდუქტზე შეუქცევადად მცირდება. ეს იმიტომ რომ რუსეთიდან დიზელის მოწოდების პრობლემა არ არსებობს ბაზარი გადაჯერებულია დღეს რუსული დიზელით, ევრო 5-ის შესაბამისით. ყოველ შემთხვევაში ამ პროდუქტთან მიმართებით ის, რომ რაღაც ცვლილებები იქნება ფასთან დაკავშირებით არ არის,”-ამბობს გლობალური სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება 2.33-2.37 ლარამდე მერყეობს. პრემიუმის ღირებულება 2.69-2.71 ლარამდეა. ხოლო დიზელის ფასი 2.99-3.14 ლარამდე მერყეობს.

წყარო: BM.GE

იტვირთბა....